ახალი ამბები

წინანდალში თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, მიხეილ შაშიაშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტმა 6 მილიონ 443 ათასი ლარი შეად­გინა. 
შაშიაშვილის განმარტებით, მომავალი წლის ბიუ­ჯეტი სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზეა გაზრდილი, რომელიც ორჯერ აღემატება იმ თანხას, რაც თემს თელავის გაყოფის შედეგად შეხვდა. 
,,2015 წლის ბიუჯეტის თავარი პრიორიტეტია თავდაცვა და უსაფრთხოება; ინფრასტრუქ­ტურის მშენებლობა, რეაბილიტა­ცია და ექსპლოატაცია; განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრ­დობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.ბიუ­ჯეტში ინფრასტრუქტურულ მი­მართულებაზე 1 მილიონ 123 600 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის წყალი, კე­თილმოწყობის სამუშაოები, მშე­ნებლობა, შიდა გზებისა და გარე განათების სარეაბილიტაციო სამუ­შაოები და სხვა. რაც შეეხება სკო­ლამდელ განათლებას, ამ მიმართუ­ლებაზე 1 მილიონ 202 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სოციალური პროგრამებისთვის 260 ათასი ლარი,”- განუცხადა Knews.ge-ს მიხეილ შაშიაშვილმა.