ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 137 განაცხადი გააბათილა

მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, 171 ვაკანსიაზე 1600 განაცხადი შევიდა:
,,თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოცხადებულ 171 ვაკანსიაზე შემოვიდა 1600-ზე მეტი განაცხადი. მინდა განვმარტო, რომ უმრავლეს შემთხვევაში ერთ პირს 5 და მეტ ვაკანსიაზე ჰქონდა განაცხადი შევსებული, რამაც ჯამში 1600 შეადგინა. ამჟამად მიღებული გვაქვს 500-მდე პირის განაცხადი, საიდანაც 137 გაბათილდა და დარჩა 390, რადგან დოკუმენტაცია არ ჰქონდათ სწორად შევსებული, ასევე წარმოდგენილი არ იყო საჭირო საბუთები – ზოგს არ ჰქონდა ატესტატი, პირადობის მოწმობის ასლი დართული და სხვა,” – განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
გამგებლისვე თქმით, მეორე ეტაპზე გადასული პირებისთვის ტესტირება საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტის შენობებში 27-28 დეკემბერში ჩატარდება.