ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის სასწავლო დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებში ხელფასები 20%-ით გაიზრდება

თელავის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, მიხეილ შაშიაშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტით განათლების სფეროს დაფინანსებაზე 202 ათასი ლარია გათვალისწინებული. 
,, კონკრეტულად ეს თანხა მოხმარდება ბაგა-ბაღების დაფინანსებას და მათ უფრო უკეთ ფუნქციონირებას. ასევე 20%-ით იზრდება ხელფასები ააიპ ორგანიზაციების და სამუსიკო სასწავლებლების პერსონალებისთვის, რათა მათი ფუნქციონირება და საქმიანობა იყოს უფრო შედეგიანი”,- განუცხადა Knews.ge-ს მიხეილ შაშიაშვილმა.