ახალი ამბები

იყალთოსა და ნაფარეულში თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს:
„ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობის ჩართულობას და მათ შენიშვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბიუჯეტის თანხები სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მიხედვით უნდა გადანაწილდეს,” – აცხადებენ გამგეობაში.