თამარ სანიკიძე: 2016-2017 წლისთვის მასწავლებლის ხელფასი საშუალოზე მაღალი იქნება
თამარ სანიკიძის განმარტებით, პედაგოგთა ხელფასების შემდგომი ზრდა იგეგმება 2015 წლის სექტემბერში, მომდევნო 2016 წლის აპრილში, საბოლოო ზედა საფეხურების დარეგულირება კი 2017 წლის იანვარში განხორციელდება. მინისტრის ინფორმაციით, 2013 წელს მასწავლებლის საბაზო ხელფასი 70 ლარით გაიზარდა. როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, საბაზო ხელფასის ზრდა ჯამში 100 ლარით ორ ეტაპად იგეგმება, რაც მინისტრის განცხადებით, 2012 წელს არსებულ საბაზო ხელფასს დაახლეობით 70%-ით ზრდის.

