“ლაგოდეხში ტესტები და სწორი პასუხები წინასწარ იყო ცნობილი”
“ლაგოდეხში საჯარო მოხელეთა საგამოცდო ტესტები და სწორი პასუხები კონკურსანტთა გარკვეული ჯგუფისთვის წინასწარ იყო ცნობილი”, – ამის შესახებ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აკეთებს.
რადიო “ჰერეთს” გურამ კაკალაშვილმა განუცხადა, რომ ტესტები, რომლებშიც სწორი პასუხები იყო მონიშნული, “ქართული ოცნების” აქტივისტებს და მხარდამმჭერებს ტესტირებამდე რამდენიმე დღით ადრე დაურიგდათ.
ტესტების წინასწარ გასაჯარობას უარყოფს და “ნაციონალური მოძრაობისგან” საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. კახა ჯამბურიას თქმით, ტესტირება ელექტრონული ფორმით, იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარა. ჯამბურია ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” საზოგადოება მუდმივად შეცდომაში შეყავს.
შეგახსენებთ, რომ საჯარო მოხელეთა შესაჩრევი კონკურსისთვის ტესტირების ეტაპი უკვე დასრულდა. ჯერ უცნობია, ვინ გადალახა ბარიერი. კონკურსში 241 კანდიდატი მონაწილეობდა. ვაკანტური ადგილი სულ 74-ია.

