ახალი ამბები

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიურომ წლიური ანგარიში წარადგინა

ერეკლე როსებიშვილის განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიურო აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო კლუბებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მედია საშუალებებთან. მისივე თქმით, საინფორმაციო ცენტრი მოსახლეობის ინფორმირებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კვლავ გააგრძელებს. 
„ ჩვენ კვლავ აქტიურადგავაგრძელებთ შეხვედრებს და ღონისძიებებს, რათა საზოგადოების ყველა ფენას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა არის ნატო, ევროკავშირი, თუ როგორ შეუწყობს ხელს საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ და უსაფრთხო განვითარებას ხელს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება და როგორ აისახება ის ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე და ა.შ“, – განაცხადა ერეკლე როსებიშვილმა. 
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიურო 2014 წლის მარტში დაარსდა. ეს საინფორმაციო ცენტრის მეოთხე რეგიონული წარმომადგენლობაა. საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროების მიზანია მოსახლეობაში აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის განხორციელება, რათა მოქალაქეებისათვის ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა იყოს გაცნობიერებული.