ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საახალწლო პრემიები 180 ათასი ლარს შეადგენს

გავრცელებული ინფორმაციით, 18 ათასი ლარი, რომელიც საახალწლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან კონცერტზე უნდა გახარჯულიყო, გურჯაანის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების პრემიებს უნდა მოხმარდეს. 
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ნატო გონგაძე. მისი თქმით, დაგეგმილია პრემიების გაცემა, მაგრამ არა საახალწლო ღონისძიებების გაუქმების ხარჯზე. 
,,გაიმართა სესია, სადაც გადაწყდა, რომ საახალწლოდ 180 ათასი ლარის ოდენობის ფარგლებში ყველა საჯარო მოხელეზე გაიცემა პრემია, ერთი სახელფასო სარგოს ოდენობით. იმ ფაქტს კი არ ვადასტურებთ, რომ საახალწლო ღონისძიებებიდან გამოთავისუფლებული თანხა პრემიებში გადაირიცხა”,-განუცხადა knews.ge-ს ნატო გონგაძემ.