ახალი ამბები

სიღნაღის თეატრში სპექტაკლის – ,,სიკვდილი და ქალწულის“ პრემიერა გაიმართება

სიღნაღის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. რეჟისორი მურად ვაშაკიძე ცნობილი დრამატურგის და ნოველისტის არიელ დორფმანის ნაწარმოების – ,,სიკვდილი და ქალწულის“ მიხედვით სპექტაკლს ამზადებს. დადგმაში მთავარ როლებს მსახიობები: ნანა ბუკია, თემურ მერმანიშვილი და თორნიკე მახარაშვილი ასრულებენ. სპექტაკლი ,,სიკვდილი და ქალწული“ საქართველოს თეატრის სცენაზე პირველად იდგმება. აღნიშნული სპექტაკლის მსოფლიო პრემიერია პირველად 1991 წლის 9 ივნისს ლონდონში გაიმართა.