ახალი ამბები

გურჯაანელი თამარ მთივლიშვილი კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე კიკბოქსინგში ერთადერთი გურჯაანელი გოგონა, 17 წლის თამარ მთივლიშვილი ჩემპიონი გახდა. თამარი ვეჯინის წმ. გიორგის სახელობის კრივის სკოლაში მეხუთე წელია ვარჯიშობს. იგი სამგზის საქართველოს და ერთგზის კავკასიის ჩემპიონია. ახალგაზრდა სპორტსმენი უფრო ფართო ასპარეზზე გასვლას გეგმავს. საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთი გურჯაანელი, გიორგი ელიკაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. სპორტსმენებს ჩემპიონატზე გამგზავრებაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაეხმარა.