კახეთში წარმოებულმა თაფლმა გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის ორგანიზებით, 22-დან 30 დეკემბრის ჩათვლით, ქართული ნატურალური თაფლის გამოფენა ტარდება. კახეთის რეგიონიდან საკუთარ პროდუქცია წარადგინეს კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციამ, კარდენახის მეფუტკრეთა გაერთიანებამ და საგარეჯოს მეფუტკრეთა კოოპერატივმა; ღონისძიებაზე წარდგენილია ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის ყველა კატეგორიის თაფლი: წაბლის, ცაცხვის, აკაციის, გაზაფხულის მინდვრის, სუბალპური და ალპური. გამოფენაზე წარდგენილია მეფუტკრეობის ინვენტარი და დამხმარე მასალები.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობენ თაფლის მწარმოებელი 20 ბიზნესოპერატორი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ღონისძიების ფარგლებში, თაფლის კატეგორიების მიხედვით გაიმართება კონკურსი და გამარჯვებული ოქროს მედლით დაჯილდოვდება.