ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

გურჯაანის მუნიციპალიტეტი 2015 წელს 9 961 400 ლარს დახარჯავს. რაიონის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი ოდენობის თანხა ინფრასტრუქტურაზე მოდის, რომელიც 2 055 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სოციალური სფეროზე 1 182 000 ლარი დაიხარჯება. სესიას ფრაქცია ნაიონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ დასწრებიან. ბიუჯეტს მხარი არც თავისუფალმა დემოკრატებიმა დაუჭირეს.