ახალი ამბები

გურჯაანი-ბაკურციხის 9 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დასარულს უახლოვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ბაკურციხის 9 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მიმდინარეობს დაზიანებული გზის საფარის აღდგენა, ბორდიურების მონტაჟი, რკინა-ბეტონის ხიდის შეკეთება, კიუვეტების, სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობა. ასევე, მონტაჟდება ლითონისა და ბეტონის დამცავი გვერდულები. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის გურჯაანს, ასევე სოფლებს: ჭანდარს, ვეჯინს, კოლაგსა და ბაკურციხის ტერიტორიას.  განახლებული გზით, დაახლოებით, 18 ათასი მოსახლე ისარგებლებს. პროექტი 2015 წლის დასაწყისში დასრულდება.