ხვალ ქალაქ თელავის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგია ქალაქის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს შეეზღუდებათ.
,,დროებითი შეწყვეტა შეეხება ერეკლე მეორის, რუსთაველის, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებს, კომკავშირის, გოშაძეს, წერეთლის, რენერდასის, ვაჟა ფშაველას, კიკვიძის, ბაგრაგტიონის, ლესელიძის, ჭავჭავაძის, სარაჯიშვილის, გრიბოედოვის, ჩოლოყაშვილის, ყადორის, სააკაძის, კურდღელაურის ქუჩებსა და თბილისის გზატკეცილს. ელექტრომომარაგება, ასევე, შეეზღუდება ქ. თელავის მერიასა და გამგეობის შენობას, პოლიციისა და უშიშროების სამხარეო სამმართველოებს, საკოლმეურნეო ბაზარს, კომერციული ბანკების ოფისებს. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც 2 თვის წინ უნებართვოდ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების გამო დაზიანდა, ქალაქ თელავის ელექტროგამანაწილებელ ქსელში აღდგება ძველი სქემა. ამ დრომდე აბონენტების მომარაგება ელტერნატიული სქემით ხორციელდებოდა. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ ქუჩებსა და ობიექტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ,”- აცხადებენ სს კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.

