„კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ევროკავშირის პრიზით დაჯილდოვდა
საუკეთესო ტელე და რადიორეპორტაჟისთვის განკუთვნილი პრიზი სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტს, ნანა ბიგანიშვილს გადაეცა ფილმისთვის „ვაკის პარკის დასაცავად“.
საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილისთვის განკუთვნილი პრიზი ლაშა ბუღაძემ მიიღო „რადიო თავისუფლების“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბლოგისთვის „გახდით ლისისტრატეები!“
რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა გოგა აფციაურმა კი მშვიდობის ჟურნალისტიკაში ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ (EUMM) დაწესებული სპეციალურ პრიზი მიიღო media.ge–ზე გამოქვეყნებული სტატიისთვის „სარაევოდან წამოყოლილი ტკივილი და იმედი“.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.
წლევანდელ პრიზზე საქართველოს მასშტაბით წარდგენლილი იყო 72 ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ოქტომბრამდე საქართველოში რეგისტრირებული მედია არხების მეშვეობით.

