ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორმა სიღნაღში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრას, გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობების სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. 
ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული ყველა აქტუალური პრობლემა და მათი გადაჭრის გზებიც დასახეს. მისი თქმით, რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრაში აუცილებელია საქართველოს მთავრობის დახმარება. 
“ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, ასეთი შეხვედრები კი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას”, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.