ახალი ამბები

თვითთმმართველობებიდან მასობრივი განთავისუფლების ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით სახალხო დამცველს თვითმმართველობის ორგანოს არაერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებები ზემდგომი თანამდებობის პირების მოთხოვნითა და მუქარის საფუძველზე დაწერეს, რაც სახალხო დამცველის შეფასებით ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს და საგამოძიებო ორგანოების ინტერესის საგანი უნდა გახდეს.
სახალხო დამცველი წერს, რომ გამოვლინდა საჯარო დაწესებულებებიდან მოხელეთა გათავისუფლების შემთხვევები, როდესაც დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში გამოცემული ბრძანებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, ან როდესაც მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა რეორგანიზაციის საფუძვლებით, რეალურად საშტატო ერთეული არ შემცირებულა.