ახალი ამბები

ამერიკა საქართველოს სამხედრო სფეროს განვითარებისთვის 30 მილიონ დოლარს გამოუყოფს

როგორც უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, აღნიშნულ პაკეტში საქართველოც არის გათვალისწინებული, კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო დაფინანსების პროგრამა საქართველოსთვის 30 მილიონის გამოყოფას გულისხმობს.
ასევე, არსებობს მეორე – ევროპის მხარდაჭერის ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის 57 მილიონის გამოყოფას დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის გულისხმობს.
როგორც კერესელიძემ განმარტა, მოგვიანებით გახდება ცნობილი, როგორ გადანაწილდება ეს თანხა ამ სამ ქვეყანაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ის კარგად იცნობს რეგიონში არსებულ ვითარებას და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ვაფასებთ ამ მხარდაჭერას და მადლობას ვუხდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს“, – განაცხადა კერესელიძემ.