ახალი ამბები

სიღნაღში საქართველო-ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

,,ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) კურსდამთავრებულებმა და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს“ წარმომადგენელმა სიღნაღის საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართეს. აღნიშნული შეხვედრა პროექტის – ”ახალგაზრდული პარტნიორობა-მომავლის პერსპექტივა” – ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მათი ცოდნისა და ცნობიერების დონის ამაღლებას ევროკავშირის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში. მოსწავლეებს გადაეცათ გზამკვლევი „ევროკავშირი და საქართველო“. პროექტი ასევე ითვალისწინებს ინტერნეტ რადიოს დაფუძნებას , ტელეგადაცემებს , ბროშურების მომზადებას ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირის თემატიკაზე. პროექტის გუნდი, განმხორციებლები არიან დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები. პროექტის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა შემდეგ კვირას, ახმეტის მუნიციპალიტეტში გიმართება. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების – “ნიდერლანდების მრავალპარიული დემოკრატიის ინსტიტუტისა” (Netherlands Institute for Multiparty Democracy) და “ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის” (European Partnership for Democracy) მხარდაჭერით. სემინარები და შეხვედრები მიმდინარეობს კახეთისა და შიდა ქართლის 60-ზე მეტ საჯარო სკოლაში და გამიზნულია უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის.