ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები 17 მილიონი ლარით გაიზარდა

მათ დაადგინეს, რომ დაპირებულის მიუხედავად, თვითმმართველობებში შტატები იზრდება 24 პროცენტით, რომელიც შესაბამისად იწვევს საბიუჯეტო ხარჯების ზრდასაც და ეს ზრდა 17 მილონი ლარია.
„შევადარეთ ძველი ფორმულა ახალს მუნიციპალიტეტის მიხედვით და ვნახეთ, თუ რა განსხვავებას გამოიწვევდა ის. შედეგად მივიღეთ ის, რომ მაქსიმალური საშტატო რაოდენობა იზრდება 24%-ით, რაც 15-20 მილიონი დამატებითი ხარჯია ბიუჯეტიდან. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ აქ არ იზრდება საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა ან დამატებითი ხარჯები არ იქნება, არარეალურად ჟღერს,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა გიგი ჩიხლაძემ.
თავად კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ჟორჟოლიანი კი აცხადებს, რომ ხარჯი არ იზრდება და ის განსაზღვრულ ოდენობას არ სცილდება.
“როდესაც მე ვთქვი, რომ ეს იქნება დაახლოებით, იმდენივე საშტატო ერთეული, რამდენიც დღეს არის, მე ვგულისხმობდი, რომ იქნებოდა იმ ვითარების ადექვატური და იმ რაოდენობის შესაბამისი, რომელიც 1 ნოემბრამდე არსებობდა. საბიუჯეტო სახსრების 25% შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ სახელფასო ანაზღაურებაზე. აქ იგულისხმება, რომ მათ სხვანაირადაც შეუძლიათ ეს დახარჯონ და არა მხოლოდ მუდმივ და საშტატო ერთეულებზე, მაგრამ რაც მთავარია, ბიუჯეტში ეს თანხები ასახული არ არის და მათ მოუწევთ ამ 25 მილიონის ფარგლებში დაფარონ სახელფასო ხარჯები,“ – აცხადებს პროექტის ავტორი.