ახალი ამბები

სიღნაღში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 20 მაისიდან ამოქმედდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 20 მაისიდან ამოქმედდება.

ავტობუსები ყოველდღე 07:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოძრავებენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი 4 მარშრუტით იმოძრავებს, რომლებსაც უახლოეს პერიოდში წნორი-ხირსა-ხორნაბუჯი-ერისიმედის მიმართულებაც დაემატება.

,,მგზავრობის ღირებულება 1 ლარით განისაზღვრა. ამასთანავე, შეღავათებით ისარგებლებენ: სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მრავალშვილიანი მშობლები, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს“ ბენეფიციარები.მათთვის მგზავრობის საფასური 50 თეთრი, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის მგზავრობა უფასო იქნება”,-
აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

ქვემოთ იხილეთ ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი:

პირველი მარშრუტი
წნორი – ძველი ანაგა – წნორი
ძველი ანაგა – 7:40
ტიბაანი – 8:05
ჯუგაანი – 8:20
ბოდბისხევი – 8:30
წნორი – 8:40
არქიმედეს კლინიკა – 8:50

წნორი – 12:00
ბოდბისხევი – 12:10
ჯუგაანი – 12:20
ტიბაანი – 12:35
ძველი ანაგა 13:00
ტიბაანი – 13:25
ჯუგაანი – 13:40
ბოდბისხევი – 13:50
წნორი – 14:00

წნორი – 19:00
ბოდბისხევი – 19:10
ჯუგაანი – 19:20
ტიბაანი – 19:35
ძველი ანაგა – 20:00
წნორი – 20:30

მეორე მარშრუტი
წნორი – ქვემო მაჩხაანი – წნორი

წნორი – 9:30
ბოდბისხევი – 9:40
ფანიანი – 9:55
ქვემო მაჩხაანი – 10:00
ფანიანი – 10:05
ბოდბისხევი – 10:20
წნორი – 10:30

წნორი – 16:00
ბოდბისხევი – 16:10
ფანიანი -16:25
ქვემო მაჩხაანი -16:30
ფანიანი – 16:35
ბოდბისხევი – 16:50
წნორი – 17:00

მესამე მარშრუტი
წნორი – ანაგა -სიღნაღი

წნორი – 8:45
საქობო – 8:50
მაშნაარი – 8:55
ვაქირი – 9:00
ანაგა – 9:10
სიღნაღი – 9:30
სიღნაღი – 10:00
ანაგა – 10:20
ვაქირი – 10:30
მაშნაარი – 10:35
საქობო – 10:40
წნორი – 10:45
არქიმედეს კლინიკა – 11:00
წნორი – 11:10
წნორი – 13:00
საქობო – 13:05
მაშნაარი – 13:10
ვაქირი – 13:15
ანაგა – 13:25
სიღნაღი – 13:45 14:00
ანაგა – 14:20
ვაქირი – 14:30
მაშნაარი – 14:35
საქობო – 14:40
წნორი – 14:45
არქიმედეს კლინიკა – 15:00

წნორი – 17:00
საქობო – 17:05
მაშნაარი – 17:10
ვაქირი – 17:15
ანაგა – 17:25
სიღნაღი – 17:45 18:00
ანაგა – 18:20
ვაქირი – 18:30
მაშნაარი – 18:35
საქობო – 18:40
წნორი – 18:45

მეოთხე მარშრუტი
სიღნაღი – ბოდბე – სიღნაღი

სიღნაღი – 8:00
ნუკრიანი – 8:15
ილიაწმინდა – 8:35
ქვემო მაღარო – 8:45
ქვემო ბოდბე – 8:50
ბოდბე – 9:05
ზემო მაღარო – 9:10
ნუკრიანი – 9:15
სიღნაღი – 9:30

სიღნაღი – 14:00
ნუკრიანი – 14:15
ილიაწმინდა – 14:35
ქვემო მაღარო – 14:45
ქვემო ბოდბე – 14:50
ბოდბე – 15:05
ზემო მაღარო – 15:10
ნუკრიანი – 15:15
სიღნაღი – 15:30

სიღნაღი – 18:00
ნუკრიანი – 18:15
ზემო მაღარო – 18:20
ბოდბე – 18:25
ქვემო ბოდბე – 18:40
ქვემო მაღარო – 18:45
ილიაწმინდა – 18:55
ნუკრიანი – 19:15
სიღნაღი – 19:30