ახალი ამბები

თელავში შსს-ს ინიციატივით აქცია „არა ძალადობას!“ გაიმართა

 სოციალურ კამპანიას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ. თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის, ზურაბ გრიშაშვილის თქმით, ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. 
,,ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, აქცია თელავში უნივერსიტეტიდან მსვლელობით დავიწყეთ ცენტრალურ მოედნამდე. დავარიგეთ საინფორმაციო ბუკლეტები და მოვუწოდეთ საზოგადოებას უთხრან არა ძალადობას,”- განუცხადა knews.ge-ს ზურაბ გრიშაშვილმა. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.