სტატიები

რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები გენდერული სტერეოტიპების შესახებ

როგორ ესმით თელაველ ახალ­გაზრდებს გენდერული თანასწო­რობა, რა ხდება მათ გარშემო და როგორ აღიქვამენ ოჯახში მიმდინარე პროცესებს – ამ სა­კითხებზე მათი შეხედულებები არაერთგვაროვანია. მათი აზრით, იშვიათად ვხვდებით ჯგუფებსა და ინდივიდებს, რომლებიც საჯაროდ გამოდიან გენდერული უთანასწო­რობის დასაცავად.

საქართველოში გენდერული თა­ნასწორობის მიმართ გატარებული პოლიტიკა კანონის დონეზე წინ გადადგმული ნაბიჯია. ახალგაზრ­დების მოსაზრებით, ამ კუთხით მიმდინარე სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია, რადგან გარემო, მენტალობიდან გამომდინარე, პატრიარქალურია. კანონის ქმე­დითუნარიანობას სამოქალაქო შემეცნებითი დონის ამაღლება სჭირდება.

17 წლის ნანიკო ფირალიშვი­ლის მოსაზრებით, გენდერული საკითხების საჯაროდ გამოტანა და განხილვა აუცილებელია საზო­გადოების სწორად ჩამოყალიბე­ბისათვის. მას მიაჩნია, რომ ახალ­გაზრდობაში საკითხის მიმართ დამოკიდებულება უარყოფითია:

,,მაინტერესებს გენდერული როლების გადანაწილების საკი­თხები. მივესალმები თუ სკოლაში დამატებითი გაკვეთილები ჩა­ტარდება. ჩემ გარშემო აქამდე არ ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა სამეზობლოში ხშირად გამიგონია შეურაცხმყოფელი სიტყვები: შენ ქალი ხარ, რა გაგეგება, ამ საქმეში ჩარევის უფლება არ გაქვს; თმა გრძელი და ჭკუა მოკლე. მე, მაგა­ლითად, შედარებით მოკლე თმას ვატარებ და სულ მესმის რეპლიკე­ბი: ბიჭს გავხარ, არ გიხდება, ქალს დაემსგავსე და სხვა. ეს ყველაფერი მაღიზიანებს და არ მინდა, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ვა­ღიარებ, რომ სამეგობროშიც მყავს ასეთი ტიპის ხალხი, შეიძლება მე არ მითხრან, მაგრამ ბიჭებზე გა­მიგია ბევრჯერ უთქვამთ დაცინვის ტონით, რომ გოგოს ჰგავს, რამხელა თმა აქვს და სხვა”.

თელავის ქალთა კლუბის წევრი მარიამ ცისკარიშვილი საზოგა­დოებაში დამკვიდრებული სტე­რეოტიპული აზროვნებაზე ამახ­ვილებს ყურადღებას. მიაჩნია, რომ გამოსავალი კომპლექსურ მიდგო­მაშია. გენდერული საკითხებზე საჯაროდ საუბარი საზოგადოებაში ჯერ კიდევ ჭირს:

,,საზოგადოებაში დამკვიდრე­ბული სტერეოტიპული აზროვნე­ბის შესაცვლელად, რაც შეიძლება, მეტი შეხვედრებია აუცილებელი, საუბრები, დისკუსიები, სატელე­ვიზიო გადაცემები საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან; სა­განმანათლებლო პროგრამები გენ­დერულ კვლევებთან დაკავშირებით სკოლებსა და უნივერსიტეტებში“.

20 წლის სტუდენტის, ეთო შოშიაშვილის აზრით, დღეს გენ­დერულ თემებზე ბევრს საუბრო­ბენ, თუმცა ტერმინის სწორი განსაზღვრება ცოტამ თუ იცის. შოშიაშვილი პრობლემად ახალგა­ზრდების არასწორ ინფორმირებას ასახელებს:

,,გენდერი დღეს ყბადაღებული თემაა, თუმცა ბევრმა არ იცის ტერმინის სწორი განმარტება. ბე­ვრს ჰგონია, რომ ეს არის მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვა, რაც ასე არ არის. ჩემი აზრით, სწორი ინფორმაციის მიწვდა ყველაზე კარგი გამოსავალია, რათა ჩვენ გარშემო არსებული პრობლემები სწორად გავაანალიზოთ. გენდერუ­ლი შეხედულებების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში ხდება ოჯახსა და სკოლაში, ამიტომ აღნიშნული საკითხზე ფიქრი მშობელმაც და მასწავლებლებმაც ბავშვის მცირე ასაკიდან უნდა დაიწყოს”.

ლექტორის, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპე­ციალისტის, არჩილ გამზარდიას მოსაზრებით, აღზრდის საკითხში აუცილებელია, ჩავდოთ პატა­რაობიდანვე თანაბარი შესაძლებ­ლობებისა და უფლებების ცოდნა და ფლობა.

,,სტერეოტიპულ მიდგომებში, სადაც ადამიანთა ურთიერთობები რაღაც გაბატონებულ იდეებს ემ­სახურება, თანამედროვე ადამიანმა უნდა მიიღოს მთავარ წესად ის, რომ ადამიანები თანაბარნი არიან და ცხოვრების წესში გადასანაწი­ლებელ გამოწვევებს საკუთარი არჩევანის უფლებით უნდა უპა­სუხონ და არა სტერეოტიპული ვალდებულებებით“.

სტუდენტები საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე საუბრობენ და გამარტავენ, რომ ქალსა და მამაკაცს უნდა ჰქონდეთ თანაბარი პირობები და ცხოვრე­ბისეული შანსები თავიანთი პო­ტენციალის სრული რეალიზაციი­სათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სო­ციალური, კულტურული განვითა­რების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით:

,,გენდერული თანასწორობა ნიშ­ნავს თანაბარ შესაძლებლობებს, მონაწილეობის და ორივე სქესის გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფერო­ში თანაბარ დონეზე. მიუხედავად იმისა, როგორი შესაძლებლობები აქვს სხვადასხვა სქესის წარმომად­გენლებს, მათ ერთნაირი უფლებები და საკუთარი თავის გამოვლენის ერთნაირი საშუალებები უნდა ჰქონდეთ”, – აცხადებს 20 წლის მაცაცო მეგრელიშვილი.

ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები, მიზნები, საჭი­როებები, ცხოვრების წესი.

მიუხედავად ამისა, მათი ინ­ტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დო­ნეზე, ისინი უნდა სარგებლობდ­ნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. ამისათვის სკო­ლის მასწავლებლებლებმა უნდა გაიარონ მომზადება, სახელმძღვა­ნელოები უნდა გადაისინჯოს, რათა გაპარული არ იყოს გენდერულ უთანასწორობაზე მიმანიშნებელი მასალა:

,,გენდერთან დაკავშირებული ცოდნის შემცველი საგნებისა და სახელმძღვანელოების შექმნა და სწავლება სკოლებისა და უნივერსი­ტეტებისთვის. მშობელთა სკოლის გახსნა და ტრენინგები მშობლების­თვის; ქალთა აქტიური წახალისება და ჩართვა პოლიტიკაში. ქალი რწმუნებულების ხელშეწყობა და ქალი რწმუნებულების საგანგებო ინსტიტუტის შექმნა. საკანონმ­დებლო ცვლილებები, რომელიც შეცვლის ქალის ეკონომიკურ მდ­გომარეობას”, – აცხადებს თელავის ქალთა კლუბის წევრი მარიამ ცისკარიშვილი:

გენდერული თანასწორობა, როგორც დემოკრატიული ღირე­ბულებების შემადგენელი ნაწილი შედარებით ახალი ფენომენია და შრომატევად სამუშაოს მოითხოვს სათანადო გარემოს შესაქმნელად. ,,დღეს სოციალური ჯგუფები უფრო არაადეკვატურ მიდგომებს გამოხა­ტავენ და რადიკალურს, ვიდრე ეს მსჯელობის პროცესში ყოფნაა. არსებობს ჯგუფები, რომლებიც ერთ უკიდურესობას აღიარებენ, ქალის უუფლებობას, დომინან­ტური როლების არსებობას და ა.შ, არსებობს მეორე უკიდურესობა, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ, ლამის მამაკაცის დისკრედიტა­ციას ახდენენ. არცერთი მათგანი არ ჯდება სრული რაციონალიზმის ფარგლებში, ამდენად, უპირვე­ლეს ყოვლისა, სასურველია, ჯერ სპეციალისტებმა, საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა ჩამოაყალიბოს ზუსტი აზრი საკითხების მიმართ, რასაც შემდეგ მომავალი თაობა მიიღებს და თავადაც იმსჯელე­ბს,” -ამბობს არჩილ გამზარდია.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ნანუკა ავალია­ნის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ორგანიზაცია მუშაობს გენდერული თანასწო­რობის საკითხებზე, ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის ეს ცნება მაინც ახალია და ძირითადად ნეგატიურ ასოციაციას იწვევს. ნაწილისთვის გენდერული თანასწორობა ნიშ­ნავს ქალთა უფლებების გაზრდას მამაკაცების ჩაგვრის ხარჯზე, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს თა­ნასწორობის სწორ აღქმას და დეფინიციას:

,,XXI საუკუნეში სტერეოტიპები გვხვდება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და გამონაკლისს არც გენდერული თანასწორობა წარ­მოადგენს. სტერეოტიპები აზია­ნებს როგორც მდედრობით, ისე მამრობით სქესს. თუ, ერთი მხრივ, საზოგადოების დიდი ნაწილი ფი­ქრობს, რომ ქალის საქმე მხოლოდ ოჯახია, ის არ უნდა მუშაობდეს, არ სჭირდება სწავლა, მყარი ეკო­ნომიკური მდგომარეობა, პოლი­ტიკა ქალის საქმე არ არის და ა.შ, მეორე მხრივ, იგივე საზოგადოება მამრობით სქესს ავალდებულებს, რომ შეინახოს ოჯახი, იყოს მთავა­რი შემომტანი და უზრუნველყოს ფინანსურად ცოლი და შვილები. 20 წელი სწორედ ის ასაკია, რო­დესაც ახალგაზრდების უმეტესობა იწყებს ფიქრს კარიერაზე, სწავლის გაგრძელებაზე ან თუნდაც ოჯახის შექმნაზე და ზუსტად ამ დროს, ისი­ნი დგებიან არსებული სტერეოტი­პების წინაშე, რაც მათზე საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს”.

25 წლის ნუკრი მჟავანაძის შეხე­დულებით, ნაადრევი ქორწინება, მენტალიტეტი, სტერეოტიპები და საზოგადოებრივი აზრის გავლენა ჶ ეს ის საკითხებია, რაზეც ახალ­გაზრდებთან უნდა იმართებოდეს საინფორმაციო ტიპის შეხვედრე­ბი. მჟავანაძის განცხადებით, ქალი განსაკუთრებით იჩაგრება მაშინ, როცა მშობლებსვე გამოაქვთ გა­ნაჩენი, რომ ის ქალია, გათხოვდება და ცხოვრების შემდეგომ ეტაპზე პასუხისმგებლობას ირიდებენ:

,,ჩემი აზრით, გენდერულ უთა­ნასწორობას, ასევე ძალადობასა და მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს. საინფორმაციო შეხვედრებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, უნდა იმართებოდეს დის­კუსიები, ყურადღება გამახვილდეს დისკრიმინაციულ ტერმინოლო­გიასა და კანონზე გენდერული თა­ნასწორობის შესახებ. ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, გაიზარდოს ამ მხრივ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ გოგონა, როდესაც თხოვდება, მისი კუთვნილება მშობლების სახლში აღარაფერია, მით უფრო თუ ძმა არის ოჯახში, ის ბიჭია და სჭირდება, რაც არასწორი მიდგომაა. მშო­ბლებივე გენდერულად ასხვავებენ შვილებს. თუ ძმები არიან, სახლი აუცილებლად უმცროსის კუთვნი­ლებაა, უფროსმა რა ქნას? ყველას აქვს თანაბარი ქონებრივი უფლებე­ბი და ასაკისა და სქესის გამო ვინმე არ უნდა იყოს უპირატესი. სამწუხა­როდ, ბევრ ძმას განხეთქილება აქვს და სამუდამოდ კარგავს ერთამნეთს. გამოდის, რომ ქალს ბავშვობიდან აჩვევენ, რა შეიძლება მისთვის და რა იკრძალება, რაც მოზარდობაში კომპლექსს იწვევს. რაც შეეხება მედიის როლს, საინფორმაციო საშუალებები მეტ ყურადღებას უნდა უთმობდნენ ამ საკითხს და მის სწორად გაშუქებას, რომ ისევ ძალადობა არ განხორციელდეს“.

გენდერი ეხება შეხედულებებს, მოლოდინებსა და წესებს ქალე­ბისა და მამაკაცებისათვის. იგი სოციალურად არის განპირობებუ­ლი: ადამიანები იბადებიან ქალე­ბად და მამაკაცებად, მაგრამ მათ ასწავლიან და მათგან მოელიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რა თვისებები განივითარონ, რა ად­გილი უნდა დაიკავონ ოჯახსა და საზოგადოებაში, ურთიერთობები იქონიონ, რა წესებს დაემორჩი­ლონ და ა.შ. ამ შეხედულებების გადამცემია ოჯახი, ავტორიტეტუ­ლი ადამიანები, რელიგიური და კულტურული დაწესებულებები, სკოლა, მედია, თანატოლთა წრე და სხვა, ადამიანის სოციალი­ზაციისთვის მნიშვნელოვანი ადა­მიანები და ინსტიტუტები.

უნდა განისაზღვროს ქალისა და კაცის მდგომარეობა ყველა სფეროში და ამის მიხედვით ხელი­სუფლების მხრიდან შემუშავდეს კონკრეტული პოლიტიკა სიტუა­ციის გაუმჯობესების მიზნით.

პრობლემის გადასაჭრელად ნაბიჯები იდგმება, რაც პროგრე­სის მანიშნებელია. მთავარი მი­ზანია, რომ სამოქალაქო შეგნება შეიცვალოს გენდერულ საკითხთან მიმართებით, ამას დრო სჭირდება და შედეგის ნაუცბათევი მიღება ნაკლებ სავარაუდოა:

,,სტერეოტიპები არა გარემო ფაქტორებით, არამედ ხშირად ოჯახის შეხედულებებით არის გან­პირობებული.როდესაც ძალიან პატარა ასაკი­დან მშობლებისგან გვესმის სტე­რეოტიპული გამონათქვამები, ეს დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჩამოყალიბებაზე.

ამავე ასაკში სტერეოტიპულ აზროვნებას ეყრება საფუძველი სკოლაჶბაღებში: თუ გადავხედავთ სახელმძღვანელოებს, ვნახავთ, რომ მათი ილუსტრაციები საკმაოდ სტე­რეოტიპულია ჶ ქალი ყოველთვის აუთოვებს, ამზადებს სადილს, კაცი კი ნადირობს, დაკავებულია მეურნეობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ადრეული ასაკიდან ბავშვებს განვაწყობთ ისე, რომ მათთვის მისაღები იყოს მხოლოდ სახლში მოფუსფუსე ქალი და გარეთ მომუშავე კაცი, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს გენდერულ დისკრიმინაციას”, -აცხადებს ქალ­თა საინფორმაციო ცენტრის წარ­მომადგენელი ნანუკა ავალიანი.