ახალი ამბები

ლაგოდეხის გამგეობაში 39 თანამშრომელი თანამდებობას დატოვებს

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა 39 თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს.  მუნიციპალიტეტის გამგებლის, ჯახა ჯამბურიას თქმით, ახალი კანონის თანახმად, კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა შტატები იზრდება, ხოლო იმ რაიონებში, სადაც შტატების რაოდენობა დიდია უნდა შემცირდეს.
კახა ჯამბურიას თქმით, შემცირება სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს დაქვემდებარებულ პირებს შეეხებათ.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს სოფლებში 15 წარმომადგენელი ყავს, ხოლო 79 სპეციალისტი, რომლებიც სოფლებში მათთან ერთად მუშაობდნენ. ახალი კანონის თანახმად, მათი რიცხვის შემცირება გვიწევს 40-მდე,”- განუცხადა Knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.