გაზგასამართ სადგურებზე ბუნებრივი აირის ფასმა 5 თეთრით მოიმატა
,, გაზგასამართი სადგურები ბუნებრივ აირს დოლარში ყიდულობენ, რამაც ისინი იძულებული გახადა, გაზზე ტარიფი მოემატებინათ. მათ ბუნებრივი აირი რეალურად, უფრო მეტად გაუძვირდათ, ვიდრე ფასზე 5-თეთრიანი მატებაა. სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან როდესაც ლარი უფასურდება, ეს ნეგატიურად აისახება პროცესებზე”,-განაცხადა მთვრალაშვილმა.