ნოდარ ხადური – ლარი მომავალი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება
ნოდარ ხადურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი არის გაზრდილი, ზოგიერთი ტიპის საქონელზე ფასების კლება მიმდინარეობს.
“მაგალითისთვის გეტყვით, ბოლო 2 დღის განმავლობაში გაიაფდა ბენზინი და საავტომობილო საწვავი. ეს პროცესები ერთმანეთთან თავისთავად ცხადია კავშირშია, თუმცა იმის გამო, რომ მსოფლიო ბაზრებზე მიდის ნავთობპროდუქტების, ხორბლის, შაქრის, ზეთის და ა.შ. გაიაფება, შესაბამისად, ლარის კურსის ცვალებადობა არ აისახება ინფლაციაში. მეტსაც გეტყვით, ნოემბრის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა დეფლაცია, ანუ ფასების საერთო დონე შემცირდა. არის ზოგიერთი საქონელი, რომელზეც ფასები გაზრდილია, სხვა ტიპის საქონელზე შემცირებულია”, – განაცხადა ხადურმა.