ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი თანამდებობას ინარჩუნებს

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი პოსტს ტოვებს, თუმცა ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში არ ადასტურებენ: ,,გავრცელებული ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება”, – აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურიც. მადონა ბატიაშვილის განცხადებით, ირაკლი შოლაშვილი მუშაობას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.