ახალი ამბები

კახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს ახალი მანქანები გადაეცემათ

კახეთში, სსდ ცენტრის ავტოპარკის განახლების II ეტაპის ფარგლებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს ახალი მანქანები გადაეცემათ. 8 დეკემბერს, 12:00 საათზე, თელავში, ცენტრალურ მოედანზე, სასწრაფო დახმარების ახალი მანქანების გადაცემის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი მაღალი და საშუალო გამავლობის 17 ავტომობილი საწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების FORD-ის მარკის მანქანები უკვე თელავშია, რომელიც ამჟამად გუბერნიის შენობის წინ არის გაჩერებული. სამედიცინო დახმარების ავტოპარკის სრულად განახლება 2015 წლისთვის დასრულდება.