კომერციული ბანკების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვის ფასი კიდევ გაიზარდა
ამ დროისთვის, კომერციული ბანკების მიერ დოლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსს 5 პუნქტით აღემატება.
კონკრეტულად, “საქართველოს ბანკსა” და “თიბისი ბანკში” დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.06 ლარია, ყიდვის – 1.98. რაც შეეხება “ლიბერთი ბანკს” – 1 დოლარის შეძენა 2.07 ლარი ღირს, 1დოლარის გაყიდვა კი – 1,98 ლარი.
დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული. დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეისთვის 1.95 ლარს შეადგენს.
სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.00 ლარად ყიდულობენ, 2.05 ლარად კი ყიდიან.