ახალი ამბები

ნოდარ ხადური – ყველა ვალუტამ დათმო პოზიციები დოლარის მიმართ

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს სხვა ქვეყნებში რა ხდება დოლარის მიმართ. ფინანსთა მინისტრმა ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზი დაასახელა. 
“გაკეთდა ანალიზი და ყველა ვალუტის მიმართ დოლარი არის გაძვირებული. ანუ ყველა ვალუტამ დათმო პოზიციები დოლარის მიმართ. მეტსაც გეტყვით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, დღეს დოლარი არის ყველაზე მყარი, იზრდება მისი ფასი და, შესაბამისად, არის სხვა ვალუტების კლება. 
ჩვენი ყველა მეზობელი, აზერბაიჯანის გარდა, რომელსაც აქვს თავისუფალი მცურავი კურსი, იმ ქვეყნებშიც გაუარესებულია გაცვლითი კურსი, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორები: თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი. შესაბამისად, საგარეო ფაქტორი გასათვალისწინებელია”, – აღნიშნა ხადურმა.
მისივე თქმით, ჩვენი თანამოქალაქები, რომლებიც ცხოვრობენ ზემოთ ჩამოთვლი ქვეყნებში და იქიდან გზავნიდნენ თანხას, რომელიც არ არის ცოტა, იმის გამო, რომ იქაც გაურესებულია გაცვლითი კურსი, ჩამორიცხვები შემცირებულია.