ახალი ამბები

საქართველოში ოქრო გაიაფდა, მაგრამ მოთხოვნა შემცირდა

ოქროზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. ამის მიზეზად კი სექტროში დასაქმებულები ქვეყანაში არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.
მანანა ამირგულაშვილის განცხადებით, ბოლო 10 დღეა, რაც ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა შემცირდა:
,,სულ 2 ნივთი გავყიდე ბოლო რამდენიმე დღის განავლობაში. რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, გაყიდვებმაც დაიკლო და ოქროც გაიფდა უმნიშნელოდ, მაგრამ მაინც”, – აცხადებს მანანა ამირგულაშვილი
ექსპერტები ოქროზე მოთხოვნის შემცირებას სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ. ეკონომიკის ექსპერტის ემზარ ჯგერენაიას მოსაზრებით, ქვეყანაში გაყიდვები შემცირდა.
“ყველანაირი ტიპის ვაჭრობა, თუ ეს არ არის რაიმე სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული, შემცირებულია. ამის მიზეზი კი ლარის გაუფასურებაა”, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.