სავალუტო ჯიხურებში დოლარის გაყიდვის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა
სავალუტო ჯიხურებში ლართან მიმართებაში ერთი აშშ დოლარის გაყიდვის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა. კომერციული ბანკების მსგავსად, სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში ერთი აშშ დოლარის გასაყიდი ფასი 2.01 ლარს შეადგენს, 1.91-დან 1.95 ლარამდე მერყეობს 1 დოლარის ყიდვის ფასი.
ვალუტის გადამყიდველების განცხადებით, კურსი თითქმის ყოველსაათში იზრდება. მათივე ინფორმაციით, დოლარზე მოთხოვნა შემცირდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 1,89 ლარს შეადგენს.