დღეს კომერციული ბანკების ნაწილი დოლარს 2 ლარად ყიდის
კომერციული ბანკების ნაწილი ერთ აშშ დოლარს 2 ლარად ყიდის. დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.
მაგალითად, “საქართველოს ბანკში” დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.01 ლარია, ყიდვის – 1.93. “თიბისი ბანკში” კი – 1 დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.0 ლარია. ამავე ბანკში დოლარის გაყიდვის კურსი 1.92 ლარს შეადგენს.
ანალოგიური კურსი აქვს ბანკ “რესპუბლიკასაც”, სადაც 1 დოლარი 2.0 ლარად იყიდება, ყიდვის კურსი კი 1,92 ლარია. რაც შეეხება “ლიბერთი ბანკს” – 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარი ღირს, 1 დოლარის გაყიდვა კი – 1,91 ლარი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 1,89 ლარს შეადგენს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯერჯერობით არ გაუზრდიათ. ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პროცესი დასტაბილურდა 2–ის ფარგლებში და გამოჩნდა, რომ ეს ერთჯერადი ნახტომია საპროცენტო განაკვეთების გადახედვა არ მოხდება.