გარემოს დაბინძურებისთვის ფეხით მოსიარულეები 80 ლარით, ხოლო მძღოლები 120 ლარით დაჯარიმდებიან
კანონის თანახმად ფეხით მოსიარულეები გარემოს დაბინძურებისთვის 80 ლარით დაჯარიმდებიან, შენობიდან ნარჩენის გადაგდების შემთხვევაში კი ჯარიმა 100 ლარი იქნება.
რაც შეეხება ავტომობილიდან გარემოს დაბინძურებას, მოქალაქე ამ შემთხვევაში 120 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდება.
მონიტორინგის პროცესში სამი ორგანო ჩაერთვება: საპატრულო პოლიცია, რომელიც გზებზე ავტომანქანიდან ნაგვის გადაყრის ფაქტებს დააფიქსირებს, გარემოს დაცვის ზედამხვედველობის დეპარტამენტი და შესაბამისი ზედამხვედველობითი სამსახური.