დღეს კახეთის გუბერნატორი საზოგადოებას ორ წლიან ანგარიშს წარუდგენს
ირაკლი შოლაშვილი საზოგადოებას გააცნობს იმ პროექტებს , რომლებიც რეგიონში მისი გუბერნატორობის პერიოდში განხორციელდა. გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან მინისტრებიც, რომლებიც საზოგადოებას ხელისუფლების საქმიანობის 2 წლიან ანგარიშს თავადაც წარუდგენენ. მუშაობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ გუბერნატორი დასმულ შეკითხვებსაც უპასუხებს.
ღონისძიება, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაში, 14:00 საათზე დაიწყება.