2014 წლის 11 თვეში ღვინის ექსპორტმა 55 237 503 ბოთლი შეადგინა
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი და პოლონეთი, სადაც რუსეთი ლიდერობს 63%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის 11 თვის მონაცემებით, 35 236 981 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია.
ღვინის ექსპორტმა თანხაში შეადგინა 174 300 717 აშშ დოლარი, რომელიც 36%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, ნოემბრის მდგომარეობით, 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12 243 642 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. 2014 წლის განვლილ 11 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში მიაღწია 39 063 600 აშშ დოლარს, რომელიც 34%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, ექსპორტმა 6 274 460 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს კი 5 157 227 ბოთლით რუსეთი იკავებს.