ახალი ამბები

თელავში დისკუსია “ქალები გადაწყვეტილებებს მიღმა” გაიმართა

რასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და მათი საკითხების ლობირებას შეეხო. 
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემისა და შიდა პარტიული დემოკრატიის გენდერული ასპექტების განხილვა, რომელიც არ ქმნის კონკურენტუნარიან გარემოს ქალი კანდიდატებისათვის.
,,აღნიშნული შეხვედრის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. საქართველოში, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით, ქვეყანა არასახარბიელო ვითარებაში იმყოფება. ჩვენ ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, რომელმაც შეიძლება მოიტანოს მეტი თანასწორობა, ქალთა უფლებების რეალიზაცია, გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე მათი მეტი მონაწილეობა, რაც ქვეყნისთვის გაცილებთ დიდი შედეგის მომტანი იქნება”, – განუცხადა knews.ge-ს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Gender Justice”-ის წარმომადგენელმა საქართველოში, რუსუდან კირვალიშვილმა.