თესაუში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა დოქტორანრურის სხვადასხვა საგანმანათათლებლო პროგრამის სტუდენტებს საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და კონკურსში მონაწილეობის პირობებიც გააცნეს.
საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების გზით სტიმული მისცეს: სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას; უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას; სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას;
დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობას და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას.
პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია 1 დეკემბრიდან დაიწყება და 21 დეკემბრის 24 სთ-მდე გასტანს; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 23 დეკემბერი, 18:00 საათი.
აღნიშნული კონკურსი საქართველოს 28 უმაღლეს სასწავლებელში გამოცხადდება.
,,პროგრამის ბიუჯეტი არის მოცულობითი და ის წელიწადში შეადგენს 63 ათას ლარს. პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის 21 დეკემბერს მთავრდება ელექტრონული განაცხადების მიღების ვადა. მე იმედი მაქვს, რომ თელავი ამ კუთხით იაქტიურებს”, – განაცხადა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლმა, ზურაბ ბრაგვაძემ.
უკვე მეორე წელია, რაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსს შეუერთდა. თესაუსი ამჟამად 114 დოქტორანტია. დღეს იყო კონკურსის წინა შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ გრანტის მოსაპოვებლად პროექტის შედგენაზე, ვადებსა და მოთხოვნებზე. რუსთაველის ფონდი საშუალებას აძლევს ჩვენს დოქტორანტებს მიიღონ მონაწილეობა საგრანტო კონკურსში. გრანტის მოპოვება კი ძალიან მნიშვნელოვანია,”- აღნიშნა თესაუს რექტორმა, ავთანდილ ღელაღუტაშვილმა.