დაუბეგრავი მინიმუმის თანხა 2015 წლის გაზაფხულზე გაიცემა
დაუბეგრავი მინიმუმის თანხა – 360 ლარი მოსახლეობას მომავალი წლის გაზაფხულზე დაუბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2 წლიანი მუშაობის შეგებების შეჯამებისას გააკეთა.
ის დაქირავებული ფიზიკური პირები, რომელთა ხელფასის წლიური მაქსიმალური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება, წლის განმავლობაში ჩვეულებრივად იხდიან 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, საბიუჯეტო წლის ბოლოს კი ისინი საგადასახადო ორგანოში წარადგენენ დეკლარაციას, სადაც დააფიქსირებენ, რომ მათი წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება და მოითხოვენ დაბეგრილი თანხის ნაწილის უკან მიღებას.
დეკლარაციის წარდგენის შემდეგ მათ სახელმწიფო უბრუნებს დაუბეგრავი მინიმუმის (თვეში 150 ლარი [საარსებო მინიმუმის ოდენობა], წლიური 1800 ლარი) 20%-ს, ანუ 360 ლარს.
ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, პირს მის მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა უბრუნდება „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტაციიდან 3 თვის განმავლობაში.