ახალი ამბები

ქართულ ბაზარზე ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი ძვირდება

პირველი იანვრიდან საქართველოში ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი გაძვირდება. ამის მიზეზი ზეითუნის ქართული ბაზრის თითქმის 100%-ით იმპორტზე დამოკიდებულებაა. ევროპის ქვეყნებში ცუდი მოსავლის გამო ზეითუნის ზეთის ფასი ერთი მესამედით უკვე გაძვირდა. რადგანაც ზეითუნის ზეთის დიდი ნაწილი ქართულ ბაზარზეც იმპორტირებულია, ფასების ზრდა საქართველოშიც მოხდება.
კომპანია „ჯეო-ლაივი“, რომელმაც საქართველოში დათესილი 250 ათასი ნერგიდან წელს 10 ტონა ზეთისხილი მოიწია, ფასების გაზრდას აპირებს. კომაპნია “ჯეო-ლაივმა” 300 ჰექტარზე გაშენებული პლანტაციიდან პირველი მოსავალი აიღო, რომელიც ქართულ ქსელში უახლოეს მომავალში ჩაეშვება და მისი ღირებულება იმ ფასზე მეტი იქნება, რომელიც დაგეგმილი იყო”, – აცხადებს სვანიძე. 
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მსოფლიოში ზეთისხილზე დეფიციტია, რაც თავისთავად ფასებზეც აისახება.