ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმეტესობაში დოლარს 1.90 ლარად ყიდულობენ
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმეტესობაში დოლარს 1.90 ლარად ყიდულობენ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმეტესობაში ერთ აშშ დოლარს 1.90 ლარად ყიდულობენ, ხოლო დოლარის გასაყიდი ფასი 1.92-ია.
სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებმა განუცხადეს, დოლარის კურსი ფაქტობრივად ყოველ საათში იმატებს. მათივე თქმით, ფასის აწევის შემდეგ, დოლარის ყიდვა საგრძნობლად შემცირდა. “ძირითადად დოლარს უფრო ყიდულობენ, ვიდრე – ყიდიან”, – აცხადებენ ჯიხურებში. ბანკებში კი, ამ წუთისთვის ასეთი მდგომარეობაა, ერთი აშშ დოლარს 1.87-დან 1.89 ლარად ყიდულობენ, ხოლო დოლარის გასაყიდი ფასი 1.91-1.92-ია. გაცვლითი ოფიციალური კურსი ამ დროისთვის 1.86-ია.