სკოლებში არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სემესტრის სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს შეწყდება. ზამთრის არდადეგები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და 15 იანვრიდან განახლდება.
სამინისტროსვე ინფორმაციით, ზამთრის არდადეგები საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ერთდროულად გამოცხადდება და ყველა კლასს მოიცავს.