ახალი ამბები

ინვესტორებს ტურისტულ ზონებში სასტუმროების ასაშენებლად დამატებით ვადებს მისცემენ

საუბარია იმ სასტუმროებზე, რომელთა აშენების ვალდებულებაც ინვესტორებმა 2010 წლის შემდეგ „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ აიღეს, მაგრამ ვალდებულებები ვერ შეასრულეს.

ინვესტორებისთვის ვადების გახანგრძლივების მიზეზად ეკონომიკის სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტში სახელმწიფოს მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებს ასახელებენ. მათი ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში დაგვიანდა სახელმწიფოს მხრიდან კანონით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების უზრუნველყოფა – გაზის, შუქის, წყლისა და სხვა კომუნიკაციების მიყვანა სასტუმროს ადგილამდე. 
რა პერიოდით გახანგრძლივდება ინვესტორებისთვის ვადები ჯერ უცნობია.