სურსათის უვნებლობის სტანდარტების გამკაცრებას ევროკავშირთან ერთად მომხმარებელიც ითხოვს
მისი თქმით,2015 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება საწარმოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Point) სისტემის შემოღება, რისი დანერგვაც საწარმოების მფლობელებს გარკვეული თანხა დაუჯდებათ.
,,საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობის სტანდარტის დანერგვა 15 ათასი ევრო ჯდება. იმ ბიზნესოპერატორებს, კი რომლებიც პროდუქციას კუსტარულად, ან სახლის პირობებში ამზადებენ, უფრო დიდი თანხა დასჭირდებათ: მათ ჯერ სტანდარტების შესაბამისი საწარმო უნდა მოაწყონ და შემდეგ კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობაც დანერგონ. წვრილი ფერმერები ამას ვერ შეძლებენ. თუმცა, მათ აქვთ გამოსავალი – წვრილი ფერმერული მეურნეობები კოოპერატივში უნდა გაერთიანდნენ. კოოპერატივის დასაფუძნებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება რამდენიმე გზით შეიძლება: არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სახელმწიფო პროექტებიდან, ან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან. ამ პროგრამების საშუალებით წვრილ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გაერთიანდნენ და თანამედროვე სტანდარტების საწარმო შექმნან.,,
მისივე თქმით, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობის სტანდარტის დანერგვისთვის მწარმოებლებს ვადა 2020 წლამდე აქვთ.
,,HACCP-ის დანერგვას ევროკავშირთან ერთად გათვითცნობიერებული მომხმარებელიც ითხოვს. ასეთი მომხმარებელი ამბობს, რომ რადგან საკმაოდ დიდ თანხას იხდის მაღალი რისკის შემცველ ისეთ პროდუქტებში, როგორებიცაა ხორცი და ყველი, სულ მცირე იმის გარანტია მაინც უნდა ჰქონდეს, რომ უსაფრთხო პროდუქტს ყიდულობს. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, ქვეყანაში უვნებელი და უსაფრთხო პროდუქცია უნდა გვქონდეს. ”