კახეთის გუბერნატორის ანგარიში ხალხს
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი პროექტის – „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
ირაკლი შოლაშვილი საზოგადოებას იმ პროექტებს გააცნობს, რომლებიც რეგიონში მისი გუბერნატორობის პერიოდში განხორციელდა. გუბერნიის, პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრებიც დაესწრებიან, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას ხელისუფლების საქმიანობის 2 წლიან ანგარიშს წარუდგენენ. შეხვედრის დასასრულს გუბერნატორი დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. ღონისძიება 5 დეკემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაში, 14:00 საათზე დაიწყება.