პრეზიდენტმა ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, კანონი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
საკანონმდებლო ორგანომ 82 ხმით 13-ის წინააღმდეგ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაუჭირა მხარი.
ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით,, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩება და ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა ამოქმედდა, რომელთაგან ერთი “გასაღები” შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.