სიღნაღის საჯარო სკოლაში სასკოლო ოლიმპიადა ჩაიშალა
ოლიმპიადის მიმდინარეობას ხმაური და პროტესტი მოსწავლეების მშობლების მხრიდან მოყვა. მშობლების თქმით, ორგანიზაცია WITS-მა პროცესი არაორგანიზებულად წარმართა, რამაც მისი ჩაშლა გამოიწვია.
“საკლასო ოთახებში არ იყვნენ მაკონტროლებლები, ასევე დაულუქავი იყო ტესტები, რაშიც მშობლები და პედაგოგები ერთდროულად ურევდნენ ხელს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ნამუშევრები ვინ უნდა ჩაიბაროს. ასეთი არაორგანიზებული ოლიმპიადა სკოლაში არასდროს ყოფილა“, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
“ოლიმპიადის ჩაშლა მოსწავლეების სიმრავლის გამო მოხდა. ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, პროცესი ხვალ, თვითეულ სკოლაში ინდივიდუალურად გაიმართება“, – აცხადებს WITS- ის რეგიონული კოორდინატორი ანა მოსიაშვილი.