ახალი ამბები

ყვარელში წუხელ პოლიციელი მოკლეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წლების წინ მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ყვარლის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, პოლიციის კაპიტანს, 1970 წელს დაბადებულ გელა ფ-ს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი პოლიციელის გადარჩენა სამედიცინო ჩარევის მიუხედავად ვერ მოხერხდა. დეტექტივ-გამომძიებელი გელა ფ. მუცლის არეში იყო დაჭრილი. მას გადაუდებელი ოპერაცია ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების ცნობით, მდგომარეობა მძიმე იყო. 
ფიცხელაურს სანადირო თოფიდან წუხელ ესროლესის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ილია ს. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ყვარელში, კუდიგორის ქუჩაზე დააკავეს. მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის დატოვება და ინგლისში გამგზავრება. 
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).