ელექტრონული რეცეპტი იანვრიდან ამოქმედდება
ელექტრონული რეცეპტი წლის დასაწყისიდან გავრცელდება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სეერგენკოს ინფორმაციით, რეცეპეტების სისტემაშ განიხილება ორი ვარიანტი – თავიდანვე სრულად ამოქმედებულიყო ელექტრონული რეცეპტები, ან ამუშავებულიყო გარდამავალი ეტაპი, როდესაც ორივე ბეჭდურიც და ელექტრონულიც იქნებოდა ძალაში:
,,განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ ეს იყო ცალსახად სწორი გადაწყვეტილება. ელექტრონული რეცეპტები უკვე მოქმედებს პილოტირების რეჟიმში და დიდი ხანია, წელიწადზე მეტია, რაც მოქმედებს ნარკოტიკების და ფსიქოტროპულების შემთხვევაში. რაც შეეხება მონიტორინგს და ანალიზს რეცეპტების დანერგვაზე, აღმოვაჩინეთ, რომ მთელი რიგი ხარვეზები იყო არამცთუ ელექტრონული რეცეპტების მართვაში, არამედ ჩვეულებრივი, ამობეჭდილი ფურცლის შევსებაში. ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა ნაბიჯ–ნაბიჯ გადასვლა, რადგანაც არამცთუ ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა, რომელიც მეტ უნარ–ჩვევებს მოითხოვს, არამედ ბეჭდურ რეცეპთან ურთიერთობასაც გარკვეული ადაპტაცია დაჭირდა“.