სამომხმარებლო კალათის ფასი 3.4 პროცენტით გაიზარდა
ოქტომბერში სამომხმარებლო კალათის ფასები 3.4 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
წლიურად ფასების საერთო დონემ მოიმატა „რძე, ყველი და კვერცხის“ კატეგორიაში. ოქტომბრის თვეში, „უალკოჰოლო სასმელების“ კატეგორიაში ფასები წლიურად 1 პროცენტით გაიზარდა. ასევე, წლიურ დონეზე ფასები მცირედით გაიზარდა (0.7 პროცენტით) „ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს” ჯგუფში.
რაც შეეხება სამომხმარებლო კალათის სხვა ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა „ჯანმრთელობის დაცვისა“ და „სასტუმროები, კაფეები და რესტორნების“ კატეგორიებში შემავალ საქონელსა და მომსახურებაზე და შესაბამისად, 5.6 პროცენტი და 2.8 პროცენტი შეადგინა.